დაღესტანში დღე-ღამის განმავლობაში პოლიციელებზე მეორე თავდასხმა მოხდა
დაღესტანში, ტაბასარანსკის რაიონის საზღვარზე პოლიციელებზე თავდასხმის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ეს უკვე მეორე თავდასხმაა პოლიცილებზე დაღესტნის ტერიტორიაზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
აფეთქება საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა. პოლიციელები ავტომობილის გაჩერებას ცდილობდნენ, მაგრამ მძღოლი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა. მან საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიარა და შემდეგ ავტომობილი ააფეთქა. აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 29 მარტს დაღესტანში პოლიციელების ავტოკოლონაზხე თავდასხმა მოხდა. ორი აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.