დაღესტანში პოლიციელების აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

დაღესტანში პოლიციელების ავტოკოლონაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
საინფორმაციო სააგენტო Amaq-ის ცნობით, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული, ავტოკოლონის აფეთქება ამ ორგანიზაციის ადგილობრივმა რგოლმა მოაწყო.
ამავე სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, აფეთქების შედეგად 10 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო სამი დაიჭრა. ამასთანავე, დაღესტნის პოლიციის ინფორმაციით, კოლონაზე თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო ორი დაიჭრა. „ისლამურ სახელმწიფოს“ ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ადრეც აუღია. თებერვალში ისლამისტებმა პასუხისმგებლობა აიღეს დერბენტის რაიონში ავტომობილის აფეთქებაზე. 2015 წელს კი დაჯგუფების „ბოევიკებმა“ დერბენტში ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები