გამოცემა apostrophe.com უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას აქვეყნებს

მედიაში გავრცელდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი რადა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვლადიმერ გროისმანს დაამტკიცებს.
გამოცემა apostrophe.com-ის ინფორმაციით, ლადო კვიტაშვილი, რომელიც ამჟამად ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებს, მინისტრთა ახალ კაბინეტში თანამდებობაზე არ მოიაზრება. ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად ყველაზე რეალური კანდიდატია დიმიტრი შიმკივი, რომელიც ამჟამად მინისტრის მოადგილეა.
საინტერესოა, რომ შინაგან საქმეთა მინისტის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, არსენ ავაკოვი დარჩება, რომელიც არსენ იაცენიუკის გუნდის წევრია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობაში რამდენიმე თანამდებობას მმართველ კოალიციაში ტიმოშენკოს დარჩენის სანაცვლოდ იულია ტიმოშენკოს ბლოკის წევრი მიიღებს. კიდევ ერთი საინტერესო დანიშვნა – ვიცე-პრემიერის პოსტი შესაძლოა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ბორის ლოჟკინმა დაიკავოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები