პიანისტმა თამარ ბაბილუამ ეროვნული რეკორდი დაამყარა

თამარ ბაბილუამ ეროვნული რეკორდი დაამყარა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუსიკოსი თამარ ბაბილუა ფორტეპიანოზე 25 საათის განმავლობაში უკრავდა. მუსიკალური მარათონი ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში 28 მარტს, 12:00 საათზე დაიწყო და 29 მარტს, 13:00 საათზე დამთავრდა. ამ დროის განმავლობაში ბაბილუამ 500-მდე კომპოზიცია — როგორც საკუთარი თხზულებები, ისე ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა. შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა.
12920892_1261329760562296_2036990365_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები