ავღანეთში ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

ავღანეთში ამერიკული F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ინციდენტი ქაბულის მახლობლად, ბაგრამის სამხედრო ბაზასთან მოხდა.
„ავიაგამანადგურებელი აფრენის დროს ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. მფრინავი ჩვენმა სამხედროებმა იპოვეს და მისი ევაკუაცია მოხდა“, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა პიტერ კუკმა.
მისი ინფორმაციით, ამჟამად თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები დგინდება. ბაგრამის ავიაბაზა ქაბულიდან 40 კილომეტრში მდებარეობს და ის ავღანეთში აშშ-ის ერთ-ერთი უმთავრესი ბაზაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები