მგზავრი, რომლის გამოც Etihad Airways-ის თვითმფრინავი მოსკოვში ავარიულად დაჯდა, გარდაიცვალა

ავოაკომპანია Etihad Airways-ის თვითმფრინავის მგზავრი, რომელიც აბუ-დაბი – ჩიკაგოს რეისის თვითმფრინავში ცუდად გახდა, მოსკოვში ავიალაინერის ავარიულად დაჯდომის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბუ-დაბი-ჩიკაგოს რეისის თვითმფრინავი მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში საგანგებოდ დაფრინდა, ვინაიდან მის ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამედიცინო ბრიგადები, მაგრამ მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები