აბუ-დაბი – ჩიკაგოს რეისის თვითმფრინავი მოსკოვში ავარიულად დაჯდა

ავიაკომპანია Etihad Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც აბუ-დაბიდან ჩიკაგოში მიფრინავდა, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში ავარიულად დაჯდა. სააგენტო „ტასის“ ცნობით, ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა.
„ავიალაინერის დგომის ადგილზე აეროპორტის სამედიცინო ბრიგადების წარმომადგენლები ოპერატიულად მივიდნენ. მათ მგზავრს აუცილებელი დახმარება აღმოუჩინეს“, – განაცხადეს აეროპორტის პრესსამსახურში.
ინციდენტის გამო თვითმფრინავების განრიგში ცვლილება არ მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები