პელემ „სამსუნგს“ სასამართლოში უჩივლა

ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ კომპანია „სამსუნგს“ სასამართლოში უჩივლა. პელე კომპანიისგან კომპენსაციის სახით 30 მილიონ დოლარს ითხოვს, ვინაიდან „სამსუნგმა“ რეკლამაში მისი ორეული გამოიყენა. პელეს ადვოკატების სარჩელში მითითებულია, რომ კომპანიამ საკუთარი ტელევიზორების რეკლამაში გადაიღო ადამიანი, რომელიც პელეს ჰგავს.
ცნობილი ფეხბურთელის სახელი რეკლამაში არ გამოიყენება, მაგრამ რეკლამაში გადაღებული ადამიანი პელეს ძალიან ჰგავს და თანაც მის საფირმო დარტყმას ასრულებს. ამით კი, პელეს იურისტების აზრით, პოტენციური მყიდველები შეცდომაში შეიყვანეს. პელემ სარჩელი ჩიკაგოს ფედერალურ სასამართლოში შეიტანა.
პელეს „ფეხბურთის მეფეს“ უწოდებენ. ბევრი სპეციალისტი მას ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებს. ბრაზილიის ნაკრებში თამაშის დროს პელე სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მან ნაკრების შემადგენლობაში 77 გოლი გაიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები