კანადის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

კანადის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი ჟან ლაპიერი და მისი ოჯახი კერძო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ლაპიერის და მისი ოჯახის გარდა ავიაკატასტროფაში თვითმფრინავის ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა. ყოფილი მინისტრი მამის დაკრძალვაზე მიფრინავდა, რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა.
თვითმფრინავი Mitsubishi MU-2 ავრ ოქს მეზონის კუნძულთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზები უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა, სავარაუდოდ, ცუდმა ამინდმა გამოიწვია. ჟან ლაპიერი კანადის ტრანსპორტის მინისტრის პოსტს 2004-დან 2006 წლამდე იკავებდა. 2007 წელს მან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები