სპექტაკლი „რევიზორი“ საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება

6 აპრილს ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სპექტაკლით „რევიზორი“ XVIII საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ბალტიური სახლი“ წარდგება.
ეს „რევიზორის“ პირველი გასტროლებია საქართველოს ფარგლებს გარეთ. „ბალტიური სახლი“ განთქმული თეატრი-ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად ათობით რუსულ თეატრს სხვადასხვა ქვეყნიდან უყრის თავს საკუთარ სცენაზე.
ავთანდილ ვარსიმაშვილმა სპექტაკლი ნ. გოგოლის პიესის მიხედვით დადგა. ეს გახლავთ ფანტასმაგორია ორ მოქმედებად, რომელიც სრულიად განსხვავდება მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესის კლასიკური ინტერპრეტაციისგან. სპექტაკლის პრემიერა გაიმართა 2015 წლის 29 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრის 170-წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილე კვიერეულის ფარგლებში.
თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის მიერ „რევიზორი“ 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა. ასევე, ავთანდილ ვარსიმაშვილმა მიიღო პრემია საუკეთესო რეჟისურისთვის, ელისო ორჯონიკიძეს გადაეცა პრემია საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის, ხოლო აპოლონ კუბლაშვილი ხლესტაკოვის როლის შესრულებისთვის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად დასახელდა.
გრიბოედოვის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი სანქტ-პეტერბურგში 4 აპრილს გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები