თინათინ ხიდაშელი: ჩვენ საკმაოდ გრძელი გეგმები გვაქვს გაწერილი და მინისტრის ცვლილება არ არის

ჩვენ გვაქვს გაწერილი საკმაოდ გრძელი გეგმები და ამ წუთიერ გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის, – ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გავრცელებულ ინფორმაციას რომლის თანახმადაც, შესაძლოა, “რესპუბლიკელმა” მინისტრებმა თანმდებობები დატოვონ. მისი თქმით, ნებისმიერი მინისტრი პოსტიდან მიდის პრემიერის გადაწყვეტილებით.
“მე რეზერვის კონცეფციაზე სასაუბროდ მოვედი, ამის შემდეგ ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გეპატიჟებით წვრთნების დასრულებაზე. ჩვენ გვაქვს გაწერილი საკმაოდ გრძელი გეგმები და ამ წუთიერ გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები