„არჩევნები არ არის ტესტი სავიზო ლიბერალიზაციის მისაღებად“

„იმ შიშს, რომელიც დღეს საქართველოში შეიქმნა, რომ შესაძლოა, საქართველომ ზაფხულიდან სავიზო ლიბერალიზაცია ვერ მიიღოს, არანაირი საფუძველი არ აქვს“, – აღნიშნული განცხადება „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
ნაჭყებიას განცხადებით, არჩევნები შესაძლოა, იყოს ტესტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრირების პროცესისთვის… მაგრამ არა სავიზო ლიბერალიზაციის მისაღებად.
„ამ საკითხზე რეზოლუცია უკვე მიღებულია და „ევროპის სახალხო პარტიამ“ ხმა უკვე მისცა. არა მგონია, „ევროპის სახალხო პარტია“ იყოს იმ რაოდენობით, რომ გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე და თუნდაც ამ პარტიაში ყველა არ თვლის, რომ საქართველოს 2016 წლის არჩევნების დემოკრატიული ჩატარება უნდა დაუყენოს ტესტად სავიზო ლიბერალიზაციის პროცესს. საკითხი ასე არ დგას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ჩაატარებს საქართველოს ხელისუფლება არჩევნებს, ეს შესაძლოა, იყოს ტესტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრირების პროცესისთვის… მაგრამ არა სავიზო ლიბერალიზაციის მისაღებად“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
შეგახსენებთ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა, ჯოზეფ დაულიმ „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი გზით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები