“საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტს რამდენიმე დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა

მთავრობამ პარლამენტს “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ბიუროს სხდომაზე ვახტანგ ხმალაძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი სესიაშვილი და გიორგი ბარამიძე პროექტისთვის მსვლელობის მიცემის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ცვლილებების თანახმად, მოგების გადასახადი დაბეგვრის რეჟიმის ახლებულად განისაზღვრება. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „საგადასახადო კოდექსი“ მოგების გადასახადთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა.
“სამთავრობო და საპარლამენტო თავმოყვარეობის ნაწილია, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის “საგადასახდო კოდექსი”, მოგების გადასახადთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც კანონპროექტის მთავარი საკითხია, ვიცოდეთ, რა საბიუჯეტო ცვლილება მოხდება, რა თანხები რჩება კერძო სექტორში, რა შედეგი იქნება კერძო სექტორისთვის, რა შედეგი – საჯარო სექტორისთვის, რა რეფორმაზე მივდივართ. როგორ უნდა გავიაზროთ კანონპროექტის არსი, დანიშნულება თუ ამ ტიპის გათვლა შეუძლებელია ან შესაძლებელია და პროექტს არ ახლავს?!“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, რასაც პარლამენტი განიხილავს, საზოგადოებისთვისაც საინტერესოა და ამიტომ კანონპროექტები სრულყოფილი უნდა იყოს.
„მე ეს ასე მგონია, თუმცა ისიც მესმის, რომ განხილვის პროცესში ეს ყველაფერი შეიძლება უფრო უკეთ იყოს განმარტებული, მაგრამ შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შემოსული კანონპროექტები საზოგადოებაში ამ სახით გადის – ის მარტო ჩვენ არ უნდა ვიკითხოთ. რასაც ჩვენ ვიხილავთ, აინტერესებს ყველას, ამიტომ ცუდი არ იქნება კანონპროექტები, რაც შეიძლება სრულყოფილი იყოს”, – განმარტა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები