სუს-ის ანგარიშის განხილვა პარლამენტში მიმდინარე კვირაში გაიმართება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა. ანგარიშს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია წარადგენს.
პლენარულ სხდომაზე კი, დეპუტატები სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის მისვლას ელოდებიან. ბიუროს გადაწყვეტილებით, სუს-ის ანგარიშის განხილვა მიმდინარე კვირის ფარგლებში მოხდება.
ვახტანგ გომელაურს პლენარულ სხდომაზე 30 მარტს მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები