ზვიად კვაჭანტირაძე: ლელა კაკულია არ ვარ, რომ ამ თემებზე ვიმკითხავო

“რესპუბლიკელების” კოალიციიდან გასვლაზე საუბარი ნაადრევია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ “რესპუბლიკური პარტიის” მიერ კოალიციის შესაძლო დატოვებათან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საუბარი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დაიწყო.
“რესპუბლიკელების” კოალიციიდან გასვლაზე საუბარი ნაადრევია. საუბარი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დავიწყეთ. ზოგს მიაჩნია, რომ მოვლენები ასე განვითარდება, ზოგი თვლის, რომ ისე განვითარდება. მე ვერაფერს ვივარაუდებ – ლელა კაკულია არ ვარ, რომ ამ თემებზე ვიმკითხავო. ჩვენ ყველა მეგობრის, კოალიციური პარტნიორების პოზიციის გაცნობა და საკუთარ პოზიციებში ჩამოყალიბება გვჭირდება”, – დასძინა კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები