ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

ისრაელის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიის დატოვება ურჩია, ვინაიდან არსებობს „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ მხრიდან თავდასხმების საფრთხე. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის ბიურომ დღეს ტერორისტული საფრთხის მეორე დონე გამოაცხადა და თურქეთში ტურისტებზე თავდასხმის მაღალი შესძლებლობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრში 19 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 36 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები