გიგლა აგულაშვილი: თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა ვიმუშაო, დავემორჩილები

პარტია გააკეთებს განცხადებას იმის თაობაზე, თუ რას აპირებს, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა “რესპუბლიკელების” კოალიციიდან შესაძლო გასვლისთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, “რესპუბლიკელები” ბოლომდე იბრძოლებენ იმ მიზნების განსახორციელებლად, რაც დასახული ჰქონდათ.
,,პარტია გააკეთებს განცხადებას იმის თაობაზე, თუ რას აპირებს.
ნებისმიერი პარტია ორიენტირებულია მომავალზე, სტრატეგიულ გეგმებზე, შესაბამისად, ჩვენმა პარტიამაც იმსჯელა და გავაკეთებთ განცხადებას. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ნათქვამი სიტყვები არ დაგვვიწყებია იმის თაობაზე, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ კოალიციაში იმ მიზნების განსახორციელებლად, რა მიზნებიც გვქონდა დასახული, რა პირობაც მივეცით ქართველ ხალხს,” – განუცხადა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს კითხვის – იმ შემთხვევაში, თუ “რესპუბლიკური პარტია” გავა კოალიციიდან, დარჩება თუ არა ის გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე, საპასუხოდ აგულაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი იქნება.
,,მე ნამდვილად არ ვიცი, როდის გაკეთდება განცხადება. პროგნოზირებას ვერ შევუდგები. ყოველ შემთხვევაში, სანამ მე ვარ აქ და სანამ პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს სხვანაირად, მაგალითად, მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებას, მე შევასრულებ ჩემს ვალდებულებებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ჩარჩოებში, როგორც დღემდე, არანაირ სხვაობას ამაში ვერ ვხედავ და ვერც იმაში ვერ ვხედავ ტრაგედიას, თუ პრემიერი სხვანაირად გადაწყვეტს. თუ დავტოვებთ, თუ არ დავტოვებთ, ამის თაობაზე იქნება განცხადება, ამ განცხადებაში იქნება ნათქვამი ყველა მიზეზი. ამის შემდეგ უკვე მეც მექნება საშუალება, კომენტარი გავაკეთო. ხედავთ, რომ ვმუშაობ, ვაპირებ, გავაგრძელო მუშაობა, თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა ვიმუშაო, დავემორჩილები მის გადაწყვეტილებას,” – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები