ფილმმა „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ 5 დღეში 424 მილიონი დოლარი აიღო

ახალი მხატვრულ ფილმის – „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ შემოსავალმა მსოფლიო კინოთეატრებში ხუთი დღის ჩვენების შემდეგ 424 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილმმა 170 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, ხოლო დიდ ბრიტანეთში – 15,5 მილიონი დოლარი. ორივე შემთხვევაში ეს მარტის რეკორდია. ფილმის რეჟისორია ზაკ სნაიდერი და ის ორი სუპერგმირის კომიქსებზეა აგებული. კინოკომპანია „ვორნერ ბრაზერსის“ წარმომადგენელმა ჯეფ გოლდსტეინმა განაცხადა, რომ ფილმის მიმართ კინოკრიტიკოსების მხრიდან ძალზე ცუდი გამოხმაურების მიუხედავად, „მაყურებელმა მას დოლარებით მისცა ხმა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები