სოფო ხორგუანი: „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლის დიდ სპექტრს კარგავს

უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.
როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, პროცესები არაპროგნოზირებადია, რის გამოც, რთული სათქმელია, რა ტიპის კოალიციებს შესაძლოა, ველოდოთ წინასაარჩევნოდ.
ხორგუანი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგსაც შეეხო. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერების განცხადებები მათ ამომრჩევლებს აკარგვინებს და საბოლოოდ არჩევნებზე შესაძლოა, ყოფილმა სახელისუფლებო გუნდმა მხოლოდ 10-12% – ის აღება შესძლოს.
„რაც შეეხება არჩევნებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლის დიდ სპექტრს კარგავს, განცხადებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რაც მათი ლიდერების მხრიდან კეთდება, მათ ურტყამს და თუ ასე გააგრძელებენ, არჩევნებზე მხოლოდ 10- 12% აიღებენ და მერე შეიძლება კოალიციებზე იყოს საუბარი. ამ კოალიციაშიც ვის მოუნდება მათთან ერთად ყოფნა, არ ვიცი. ვერავინ იფიქრებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მთელ აქცენტს აკეთებს დასავლეთთან ინტეგრაციაზე, ამბობს იმას, რომ არჩევნებამდე ვიზალიბერალიზაცია არ გვინდაო.
ჩვენ ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რაც გვაკისრია იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია გვქონდეს. ჯერ ადრეა სიებზე ლაპარაკი და იმაზე, თუ როგორი კოალიციები შეიძლება შეიქმნას. მაგრამ წინა არჩევნებთან შედარებით იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე უფრო იდეოლოგიური კოალიციები იქნება. მაგალითად, „რესპუბლიკურ პარტიას“ დიდი გამოცდილება და მას კონკრეტული მიმართულება აქვს. თუმცა სხვადასხვა დროს იყო კოალიციებში, სადაც შეიძლება არ იყო ის იდეები, რასაც ისინი იზიარებდნენ. თუ მივალთ იქამდე, რომ კოალიციები ერთმანეთთან ახლოს მდგომ პარტიებს შორის შედგება, ქვეყნისთვის უფრო სასარგებლო იქნება“, – განაცხადა ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები