მოხვდება თუ არა სოფო ხორგუანი მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში – რას აცხადებს უფლებადამცველი

უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასთან მმართველი გუნდი პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს, არ დაადასტურა.
როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მას შემოთავაზება პოლიტიკური გუნდიდან არ მიუღია.
„მე მოვუწოდებ ქვეყნის ინტელექტუალურ ელიტას, რომელთაც აქვთ იდეა და შეუძლიათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ადამიანის საკეთილდღეოდ გამოიყენონ. ის ფაქტი, რომ სადღაც გაიჟღერა ჩემმა გვარმა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აქტიურ ადამიანებს დღეს ყველაზე დიდი შანსი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში. მე პოლიტიკურ კონსულტაციებს არ ვაწარმოებ და არ დავმალავდი, ვინმეს რომ შემოეთავაზებინა ეს ჩემთვის“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები