ჩილეში სქესობრივი კავშირით „ზიკას“ ვირუსის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა

ჩილეს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სქესობრივი გზით „ზიკას“ ვირუსის გადაცემის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, სქესობრივი გზით 46 წლის ქალი დაინფიცირდა, რომლის პარტნიორი ცოტა ხნის წინ ჰაიტიდან დაბრუნდა.
ჩილეს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დაავადების 10 შემთხვევა დაფიქსირდა კოლუმბიაში, ვენესუელასა და ბრაზილიაში ჩილეს მოქალაქეების ჩასვლის შემდეგ. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ფრანგი მეცნიერების დასკვნის მიხედვით, „ზიკას“ ვირუსს ზრდასრული ადამიანის ტვინის დაზიანებაც შეუძლია. აქამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ ეს ვირუსი ახალშობილების ტვინს აზიანებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „ზიკას“ წინააღმდეგ ვაქცინა წელიწად-ნახევრის შემდეგ შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები