გიორგი მარგველაშვილი: საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას

შეძრწუნებული ვარ ქალაქ ლაჰორში, საბავშვო სათამაშო მოედანზე მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტით – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტო გიორგი მარგველაშვილი ქალაქ ლაჰორში განხორციელებულ ტერორისტული ფაქტს.
“შეძრწუნებული ვარ ქალაქ ლაჰორში, საბავშვო სათამაშო მოედანზე, მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტით, რომელმაც უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა, მათ შორის ბავშვების და მრავალი ადამიანის დაშავება გამოიწვია.
საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით განაგრძობს თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას პაკისტანელი ხალხის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები