ამერიკულმა ავიაციამ იემენში „ალ-ქაიდას“ პოზიციები დაბომბა

ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავებმა იემენში ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ პოზიციები დაბომბეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თვითმხილველების ცნობით, აბიანის პროვინციაში ერთ-ერთი შენობის დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაჯუფება „ალ-ქაიდამ“ არაბეთის ნახევარკუნძულზე იემენში პოზიციები გააძლიერა. მან ქვეყანაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება თავის სასარგებლოდ გამოიყენა და იემენის რამდენიმე რაიონი დაიკავა. იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. მასში ყოფილი პრეზიდენტის, მანსურ ჰადის ძალები და ამბოხებული ხუსიტები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები