ალჟირში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ალჟირის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს იყო რუსული წარმოების „მი-171“-ის ტიპის ვერტმფრენი. ის სადაზვერვო მისიას ასრულებდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავარია, სავარაუდოდ, შვეულმფრენის ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები