იემენში აფეთქებების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა
იემენის ქალაქ ადენში მომხდარი სამი აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების ცნობით, დაჭრილია ათობით ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
აფეთქებები საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან მოხდა, ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
იემენში ამჟამად სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ამ მდგომარეობით სარგებლობენ „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ-ქაიდა“, რომლებმაც ქვეყანაში რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს.