"გირგვლიანი ჩემთვის შავი ლაქაა, მე არ ამომდის მეხსიერებიდან დედამისი“

   ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გირგვლიანის საქმეს “შავ ლაქად” მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ ადამიანთა შეწყალების გამო არც ერთ ქვეყანაში პრეზიდენტებს არ კიცხავენ.
„მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არასდროს, არსად ქვეყნის პრეზიდენტს არ ეკითხებიან, თუ რატომ შეიწყალა მან ვინმე. მით უმეტეს, რომ ამათ გამოუშვეს პედოფილები, ჩახალიანი, რომელიც ახლა საშინელ პრობლემებს ქმნის, დააკვირდით, ჯავახეთში რა ხდება… სკრილნიკოვი, გევორქიანი. ამათ გამოუშვეს ამფეთქებელი ტერორისტები, სასწაული კრიმინალები, „კანონიერი ქურდები“, „კაკაბაძე და ძმანი მისნი“ და პრეზიდენტი უნდა გაასამართლონ იმისთვის, რომ ვინმე შეიწყალა? გირგვლიანი ჩემთვის შავი ლაქაა, მე არ ამომდის მეხსიერებიდან დედამისი, ირინა ენუქიძე. ის ქალი ცამდე მართალი იყო. ის, ვინც გირგვლიანი მოკლა,  ნამდვილი ცხოველი, არაკაცი და არაადამიანი იყო. მაგრამ ეს არის სამართლებრივად სხვადასხვა თემები. ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს, პრეზიდენტი უნდა გაასამართლო იმიტომ, რომ შეწყალების უფლება გამოიყენა? თუმცა, მორალურ პასუხისმგებლობას მეც ვიზიარებ, რა თქმა უნდა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერის გადაცემა „არჩევანში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები