ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი თურქეთიდან იყო დეპორტირებული

ბელგიის პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი, იბრაჰიმ ელ-ბაკრაუი თურქეთიდან იყო დეპორტირებული. ბელგიის ხელისუფლებამ ამის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ტერორისტი ამსტერდამის სხიპჰო12884370_10205636864952551_1813679138_nლის აეროპორტში ჩაფრინდა.
„ჩვენი ინფორმაციით, თურქეთმა ეს პირი ქვეყნიდან იმიტომ გააძევა, რომ ის სირიის საზღვართან იყო დაკავებული. ეს პირი ამსტერდამის აეროპორტში ჩაფრინდა და, ვინაიდან ბელგიური პასპორტი ჰქ12873453_10205636864112530_38146524_oონდა, ჰოლანდიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ხოლო შემდეგ ბელგიაში გადავიდა“, – განაცხადა ბელგიის იუსტიციის მინისტრმა კუნ გენსმა.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტერორისტი იბრაჰიმ ელ-ბაკრაუი თურქეთის პოლიციამ გაზიანტეპის პროვინციაში 2015 წლის ივნისში დააკავა და ის ბელგიაში იყო დეპორტირებული.
ერდოღანის თქმით, ანკარამ ბელგიის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ აღნიშნული პირი ტერორისტებთან იყო კავშირში, ის მაინც გაათავისუფლეს.
12527986_10205636863952526_471728540_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები