ალექსეი ნავალნის ნამცხვარი და პრეზერვატივები ესროლეს

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ნამცხვარი ესროლეს. პოლიტიკოსზე თავდასხმა ნოვოსიბირსკში მოხდა, სადაც ნავალნი თანაპარტიელ ლეონიდ ვოლკოვის საქმეზე ჩვენების მისაცემად ჩავიდა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, როდესაც ნავალნი სასამართლოს შენობიდან გამოდიოდა, მას ნამცხვრები და პრეზერვატივები ესროლეს, რომელშიც საღებავი იყო. თავად ნავალნი ფეისბუქში წერს, რომ მას „ორმა კლოუნმა ნამცხვრები დაუშინა“.
„როდესაც მივხვდი, რომ ახლა ორი საათის განმავლობაში ქურთუკის რეცხვა მომიწევს, იმდენად გავცოფდი, რომ ერთ-ერთ ხულიგანს გავეკიდე, მაგრამ ვერ დავეწიე“, – წერს ალექსეი ნავალნი.
12895245_10205636713348761_2116449756_n
12380260_10205636713428763_1842396289_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები