უკრაინაში ცნობილი ადვოკატი მოკლეს

უკრაინის კიევის ოლქში ცნობილი ადვოკატის, იური გრაბოვსკის ცხედარი აღმოაჩინეს. ის რუსეთის მოქალაქის, ალექსანდრე ალექსანდროვის ადვოკატია, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დააკავეს.
უკრაინის ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, გრაბოვსკი მოკლულია და მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან. ალექსანდრე ალექსანდროვი და ევგენი ეროფეევი აღმოსავლეთ უკრაინაში 2015 წლის 16 მაისს დააკავეს. უკრაინის მხარის განცხადებით, ეს პირები რუსი სამხედროები არიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ დაკავების მომენტში ალექსანდროვი და ეროფეევი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არ ირიცხებოდნენ. პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში დაკავებული უკრაინელი პილოტი ნადეჟდა სავჩენკო, შესაძლოა, სწორედ ალექსანდროვზე და ეროფეევზე გაცვალონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები