ავღანეთში ტაჯიკი „ბოევიკების“ ჯგუფი მოქმედებს

ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქუნდუზის პროვინციაში ტაჯიკი „ბოევიკების“ ჯგუფი მოქმედებს, რომელსაც „მუსტაფა-ტაჯიკი“ უდგას სათავეში. ამ ინფორმაციის მხიხედვით, დაჯგუფებაში 40 ადამიანი შედის და ისინი თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ტაჯიკეთის საზღვრის სიახლოვეს იმყოფებიან. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტაჯიკი „ბოევიკები“, ძირითადად, საზღვრისპირა ტერიტორიის დანაღმვაში მონაწილეობენ. ასევე ტაჯიკები თალიბებისთვის ნაღმებს ამზადებენ, მთლიანად ქუნდუზის ტერიტორიაზე მოძრაობა „თალიბანის“ მხარეს 400 უცხოელი იბრძვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები