"მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას კიდევ ერთხელ ატყუებს“

  მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას კიდევ ერთხელ ატყუებს, – ამის შესახებ „კვირას“ გარდაცვლილი რაულ უსუპოვის მამამ, იაშარ უსუპოვმა განუცხადა.
მისი თქმით, ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ისმენდა, თუმცა ექსპრეზიდენტის ტყუილებით გაღიზიანებულმა ტელევიზორი გამორთო.
„მიხეილ სააკაშვილს რაღაც ინფორმაციები აქვს, მაგრამ ყველა ინფორმაციას სათავისოდ იყენებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. მის მოსმენას უკვე აზრი აღარ აქვს. ტყუილს ტყუილზე საუბრობს, ისე გავღიზიანდი, რომ „რუსთავი -2“ გამოვრთე“, – განუცხადა იაშარ უსუპოვმა „კვირას“.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი -2“ -ს გადაცემა „არჩევანში“ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები