მალაიზიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 15 ექსტრემისტი დააკავეს

მალაიზიის პოლიციამ 15 პირი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებულები. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ამ პირთა ასაკი 22-დან 49 წლამდე მერყეობს.
მალაიზიის სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ბომბების ასაწყობად ქიმიურ ნივთიერებებს აგროვებდნენ და თავდასხმებს გეგმავდნენ. დაკავებულთა შორის ოთხი ქალია, მათ შორის ერთი პოლიციის თანამშრომელი, ასევე ავიატექნიკოსი და მუსულმანი სასულიერო პირი. პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილები „ბოევიეკს“ მალაიზიაში ჩასვლაში დაეხმარნენ, ხოლო შემდეგ რეგიონის ხვა ქვეყანაში, სავარაუდოდ, ონდონეზიაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები