ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრი: პუტინის რუსეთი გაზის შეტანას საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებს

ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრი ემბერ რუდ მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში ბრიტანეთი შესაძლოა, რუსულ გაზზე გახდეს დამოკიდებული. ამასთან, მინისტრი არ გამორიცხავს, რომ თუ ასე მოხდება, რუსეთი ბუნებრივი აირის საკითხს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენებს.
აღნიშნულ ინფორმაციას “ევრონიუსი” ავრცელებს. “ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის პუტინის რუსეთი, გაზის შეტანას საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებენ. მკვეთრად აძვირებენ ფასს ან სულაც წყვეტენ გაზის მიწოდებას. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება მოიპარონ და გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის”, – განაცხადა ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები