ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს ოპოზიცია ითხოვს. ამ საკითხის ინიცირებისთვის აუცილებელი 10 ათასი ხელმოწერა მათ უკვე შეაგროვეს. ოპოზიცია ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ადანაშაულებს, რომ მან წინასააჩევნო დაპირებები არ შეასრულა – არ გაატარა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ხელისუფლებისა და სასამართლოს უფლებამოსილებას გაზრდიდა, არ შექმნა კოალიციური მთავრობა ოპოზიციის მონაწილეობით, ასევე პოლიტიკური მოტივებით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება დაუშვა. ოპოზიციას სათავეში უდგას ასლან ბჟანია, რომელიც 2014 წლის რიგგარეშე არჩევნებზე რაულ ხაჯიმბას კონკურენტი იყო.