დავით უსუფაშვილი ქუვეითის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვიზიტით ქუვეითის სახელმწიფოში იმყოფება, სადაც შეხვედრა ქვეყნის ყოფილ პრემიერ – მინისტრთან, მის აღმატებულება შეიხ ნასსერ ალ მუჰამედ ალ აჰმად ალ საბაჰთან გამართა.
შეიხ ნასსერ ალ მუჰამედ ალ აჰმად ალ საბაჰმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა. მისი თქმით, ის თვალ-ყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარია.
ნასსერ ალ მუჰამედ ალ აჰმად ალ საბაჰის შეფასებით, ჩვენს ქვეყნებს შორის როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული მიმართულებით ურთიერთობის უფრო აქტიურ ეტაპზე გადასასვლელად, დიდი პოტენციალი არსებობს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, საქართველოს ეკონომიკა წარმატებულად ვითარდება.
დავით უსუფაშვილმა შეიხ ნასსერ ალ მუჰამედ ალ აჰმად ალ საბაჰს საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს ურთიერთობა როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო დონეზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები