„მერაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გირგვლიანის საქმე არ გახსნილიყო“
ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი და მისი უწყება ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ გირგვლიანის საქმე არ გახსნილიყო – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა.
„ყოფილი პრემიერ- მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და მისი უწყება – შსს ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გირგვლიანის საქმე არ გახსნილიყო, ვანო მერაბიშვილი პირდაპირ იყო დაკავშირებული ამ საზარელ მკვლელობასთან – ადამიანის წამებასთან და ისიც ვერ მოახერხეთ, რომ ეს ადამიანი გადაგეყენებინათ განაჩენით. თქვენ არათუ გადაყენეთ, არამედ პრემიერ-მინისტრად მერე პარტიის გენ-მდივნადაც კი დანიშნეთ. დღეს უკვე განაჩენი აქვს მას გამოტანილი სასამართლოს მიერ და არის ცნობილი დამნაშავე “- განაცხადა მანანა კობახიძემ.