ფილიპ ბრიდლავი: ტერორიზმის დასამარცხებლად ერთად უნდა ვიმოქმედოთ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
კითვაზე, თუ რა უნდა დაუპირისპიროს ცივილიზებულმა სამყარომ ტერორიზმს, გენერალმა ბრიდლავმა განაცხადა, რომ უფრო აქტიურად უნდა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა ტერორისტების და მათი გადაადგილების შესახებ.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად, რათა დავამარცხოთ ტერორიზმი და შევზღუდოთ უცხოელი მებრძოლების შემოსვლა ჩვენს ქვეყნებში. საჭიროა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაში რაღაც ბარიერები მოიხსნას. გარდა ამისა, უნდა დავიწყოთ პრობლემის საფუძველშივე მოგვარება – დავადგინოთ, თუ რა საჭიროებები აქვთ ადამიანებს, რაც არ უსრულდებათ და მათში ტერორისტულ განწყობას აღვივებს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად გავცეთ პასუხი მათ საჭიროებებს. გარდა ამისა, საჭიროა სამხედრო რეაგირება რადიკალიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბრიდლავმა. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები