ბრიუსელის ერთ-ერთ ბინაში პოლიციამ თვითმკვლელი ტერორისტის ანდერძი აღმოაჩინა

ბრიუსელში, მაქს როზის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში ჩხრეკის შედეგად პოლიციამ იბრაჰიმ ელ ბაკრაუის ანდერძი აღმოაჩინა. ის იდენტიფიცირებულია როგორც ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტი მოაწყო. ამის შესახებ ბელგიის ფედერალურმა პროკურორმა, ფრედერიკ ვან ლევმა განაცხადა.
„ის წერს, რომ უნდა იჩქაროს და არ იცის, რა ქნას. მას ყველგან ეძებენ და თავს დაუცველად არ გრძნობს. იმ შემთხევაში, თუ ერთ ადგილას იქნება, აუცილებლად დააპატიმრებენ და ციხეში ჩასვამენ“, – განუცხადა პროკურორმა ჟურნალისტებს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტები ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროპოლიტენში 22 მარტს, დილით მოხდა. ბოლო ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტები იმ დაჯგუფებასთან იყვნენ დაკავშირებულები, რომელმაც 13 ნოემბერს პარიზში ტერაქტების სერია მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები