პროკურატურის ინფორმაციით, ბრიუსელის ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 270 დაშავდა

31 ადამიანი დაიღუპა და 270 დაშავდა ბრიუსელში 23 თებერვალს მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ბელგიის ფედერალურმა პროკურორმა ფრედერიკ ვან ლევმა განაცხადა. მისი თქმით, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტი ბრიუსელში 22 მარტს, დილით მოხდა. ორი ბომბი აეროპორტში აფეთქდა. გარდა ამისა, ორი აფეთქება მოხდა მეტროსადგურ „მალბეკისა“ და „შუმანის“ მოედნის სადგურებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები