გიორგი კვირიკაშვილი: „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 154 პროექტის ხელშეწყობა მოხდა, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 375 მილიონ ლარს აღემატება

საქართველოს პრემიერ- მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამამ „აწარმოე საქართველოში” 154 პროექტის განხრციელებას შეუწყო ხელი, მათი საერთო საინვესტიციო ღირებულება კი 375 მილიონ ლარს აღემატებოდა. აღნიშნული განცხადება მან საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორმუზე გამოსვლისას გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესფორუმზე კვირიკაშვილმა ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო პროგრამები და ფონდებიც დაასახელა.
„პროგრამას 2 მიმართულება აქვს – სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოება. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა 154 პროექტის ხელშეწყობა, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 375 მილიონ ლარს აღემატება”, – განაცხადა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესფორმუზე კვირიკაშვილმა ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო პროგრამები და ფონდებიც დაასახელა. მათ შორის არიან: სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი”, რომლის ბიუჯეტი 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფონდი წარმოადგენს პარტნიორ ორგანიზაციას საქართველოს მხრიდან და მისი მიზანია პარტნიორებთან თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურული პროექტების, წარმოებისა და ტურიზმის სფეროებში;
კერძო საინვესტიციო ფონდი „თანაინვესტირების ფონდი”, რომლის ბიუჯეტია 6 მილიარდი აშშ დოლარი და რომლის ინვესტორებიც არიან Dhabi Group და Ras Al-Khaimah Investment Autority არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი, Calik Holding A. თურქეთიდან. ფონდი ახორციელებს პროექტებს ენერგეტიკის, წარმოების, სოფლის მეურნეობის, ლოგისტიკის და ასევე უძრავი ქონების სექტორში;
პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტი” – 1 მილიარდი აშშ დოლარის ბიუჯეტით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმზიდველი ეროვნული საინვესტიციო კლიმატის გარდა, მნიშვნელოვნად ფართოვდება ექსპორტის შესაძლებლობები, კერძოდ, საქართველოს აქვს შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები პარტნიორ ქვეყნებთან:
თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირის ქვეყნებთან, თურქეთთან და დსთ-თან საერთო ბაზრით, რომელიც 800 მილიონ მომხმარებელს მოიცავს;
შეღავათიანი რეჟიმები GSP და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასთან, იაპონიასთან, შვეიცარიასთან და ნორვეგიასთან საერთო ბაზრით, რომელიც 500 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს;
„ამჟამად, ჩვენი პრიორიტეტია იმ შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოყენება, რომლებსაც DCFTA უზრუნველყოფს. DCFTA-ის ეფექტიანი განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის ზრდას, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს შეუქმნის უფრო ხელსაყრელ პირობებს, წაახალისებს ეკონომიკის მოდერნიზაციას. გარდა ამისა, ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან და ვიმედოვნებთ, ეს პროცესი 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ჩვენ ასევე დავიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა ექნება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები