გიორგი კვირიკაშვილი: ეკონომიკის სამინისტრო ახალ კანონზე მუშაობს, რომელიც ინვესტორის უფლებებზე იქნება ფოკუსირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად, ახალ საკანონმდებლო აქტზე მუშაობს, რომლის მიღების შემთხვევაშიც ინვესტორთა უფლებები განსაკუთრებით დაცული იქნება.
აღნიშნულის შესახებ კვირიკაშვილმა საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა.
„ჩვენ შევიმუშავებთ ერთიან, მოწინავე საკანონმდებლო აქტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინვესტორთა უფლებებსა და გარანტიებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და რეკომენდაციების შესაბამისად”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, მცირე და საშუალო საწარმოები ქვეყნის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს და სწორედ მათი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისათვის შეიქმნა მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომლის მიზანია ფინანსური და ტექნიკური დახმარების აღმოჩენა, ექსპორტის ხელშეწყობა, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ბიზნესის წარმოების უნარების განვითარება და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები