პრემიერმა ბელორუსიაში სამამულო ომის მუზეუმი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ბელორუსიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, სამამულო ომის მუზეუმი დაათვალიერა.
მუზეუმში დაცულია მეორე მსოფლიო ომის ექსპონატები – შეიარაღება, მოიერიშე თვითმფრინავები, ბომბდამშენები, ტყვიამფრქვევები.
პრემიერი გაეცნო მუზეუმში დაცული ექსპონატების ისტორიას, რომელთა შორის არაერთი ორიგინალია.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია ქართველების შესახებ, რომლებიც ბელორუსიის დასაცავად იბრძოდნენ. მათ შორის არის მინსკის პარტიზანული გაერთიანების წევრი თენგიზ შავგულიძე, რომლის მიერ შექმნილი პარტიზანული ხელყუმბარა ომის დროს გამოიყენებოდა.
ბელირუსიის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში 9 ქართველმა უმაღლესი ჯილდო, გმირის წოდება მიიღო. ბელორუსიაში მათ ხსოვნას დღესაც პატივს მიაგებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები