გიორგი კვირიკაშვილი: ევროპული ინვესტიციების განსახორციელებლად საქართველოს სახარბიელო შესაძლებლობები აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინსკში საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორუმზე გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს მიღწევებსა და ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს. მისი განმარტებით, ინვესტიციების განხორციელებისათვის საქართველო საუკეთესო ადგილია, რადგან სწორედ აქ არის ინკლუზიური და არაკორუმპირებული ბიზნესგარემო.
„საქართველო მეტად სახარბიელო შესაძლებლობებს გვთავაზობს რეგიონში ევროპული ბიზნესის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და იდეების განსახორციელებლად. თქვენს განკარგულებაშია უფასო, ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური ბიზნესგარემო, მარტივი საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების სისტემა, არაკორუმპირებული და ბიზნესისადმი მეგობრული მთავრობა, შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები (FTA და GSP) მრავალ პარტნიორთან, დაბალფასიანი და პროფესიულად მომზადებული მუშახელი, სტაბილური საბანკო სექტორი, ვალუტის გაცვლის შეზღუდვების არარსებობა. საქართველოს უკვე 44 ქვეყანასთან აქვს დადებული ხელშეკრულებები, გადასახადებით ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორუმზე გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგში არსებულ პოზიციებზეც ისაუბრა.
მსოფლიო ბანკის რეიტინგების მიხედვით 198 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზეა ბიზნესის მარტივად წარმოების თვალსაზრისით;
ფონდი Heritage საქართველოს მსოფლიოში 23-ე ადგილს ანიჭებს როგორც თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანას;
Forbes Business & Financial News-ის მიერ გამოშვებული Tax Misery & Reform Index-ის თანახმად, საქართველო, საგადასახადო ტვირთის მიხედვით, მეოთხე ქვეყანაა ყატარის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და ჰონგკონგის შემდეგ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა ეროვნული საინვესტიციო კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობს, რაც საქართველოში საინვესტიციო კლიმატის სტიმულირებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები