ნუკრი ქანთარია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საქმიანობაში ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვას მიესალმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საქმიანობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვას მიესალმება. როგორც ქანთარიამ “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი გამოცდილი კადრია და მისი რესურსის გამოყენება პარტიისთვის მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნება.
“კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, თუ რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის საქმიანობაში,თუმცა აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში მის ჩართვას მივესალმები, მიუხედავად მისი ასაკისა, ირაკლის დაუგროვდა საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება და მისი რესურსების გამოყენება ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნება“, -განუცხადა “კვირას“ ნუკრი ქანთარიამ.
პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ყოფილ თავმჯდომარესთან, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. უკვე ცნობილია, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობა აპრილში ჩატარდება. ყრილობაზე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. აღნიშნულ პოსტზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები