მანანა კობახიძე მთავარ პროკურორს მიმართავს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მთავარ პროკურორს მიმართავს. მანანა კობახიძე, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის უმცირესობის წევრის გია ბარამიძის დაკითხვას ითხოვს. – ამის შესახებ მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა.
„თქვენ თუ გაქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოითხოვით დაკითხვა. მე მივმართავ ახლა მთავარ პროკურორს, ძალიან გთხოვთ, გია ბარამიძე გამოიძახოთ და დაკითხოთ ძალიან კარგი ინფორმაციები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით„- განაცხადა მანანა კობახიძემ.