„მე აღარა ვარ ის ძველი მიშა“
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან მიიღო ის ვერდიქტი რაც ქართველმა ხალხმა მას 2012 წლის ოქტობრის არჩევნებზე გამოუტანა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ის დიდხანს იკავებდა თავს ახალი ხელისუფლების კრიტიკისგან. ინტერვიუს დროს ექსპრეზიდენტმა საკუთარი მეგობრებიც გაიხსენა: „ბევრი ჩემი მეგობარი იყო ჩემზე ნაწყენი. ამბობდნენ, რომ მე აღარა ვარ ის ძველი მიშა, მიმწოლი და პრინციპული… რომ, როცა ჩემს უახლოეს მეგობრებს ციხეებში ამწნილებდნენ, მე არ მქონდა საკმარისი რეაქცია და მართალია, რომ ამაზე საკმარისი რეაქცია არ მქონდა.“ – განაცხადა სააკაშვილმა.