ომარ ნიშნიანიძე: თუ ვინმეს არ უნდა კოალიციაში, ცალკე სცადონ გასვლა

„ის, რაც „ეროვნულ ფორუმში“ და „რესპუბლიკელებში“ ხდება, ჩვეულებრივი პოლიტიკური ვაჭრობაა. ისინი ადგილებზე ვაჭრობენ“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. მისი თქმით, ნიშნიანიძე არ ვარაუდობს, რომ კოალიცია დაიშალოს, თუმცა აქვე დასძენს, რომ თუ ვინმეს, მართლაც, სურს კოალიციის დატოვება, მას ჯაჭვს ვერავინ გამოაბამს და შეუძლიათ არჩევნებზე ცალკე სცადონ ბედი.
„ბუნებრივია, ისინი აცხადებენ, კახა შარტავა ბრუნდება პოლიტიკაში, აცხადებენ, რომ მათ მარტოსაც შეუძლიათ ბარიერის გადალახვა. ასე შეიძლება ხვალ „მრეწველებმაც“ , „რესპუბლიკელებმაც“ და სხვებმაც განაცხადონ. ეს ბუნებრივი პროცესია და კოალიციის შიდა თემაა. ისინი ცდილობენ, თავიანთი ადგილი დაიმკვიდრონ კოალიციაში.
როდესაც „რესპუბლიკელებმა“ დაიწყეს შეთანხმებაზე ლაპარაკი, „ქართულ ოცნებასთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე სხვები, რა თქმა უნდა, ამით გულნაკლულები დარჩებიან და ისინიც გააქტიურდებიან და რამეს მოითხოვენ. თუ ვინმეს არ უნდა კოალიციაში, ჩვენ ჯაჭვს ვერავის გამოვაბამთ, თუ უნდათ, ცალკე ვცადოთ. ცალ-ცალკე, ეს დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი უფრო იქნება, ვიდრე უკან სვლა. მოვსინჯოთ, მით უმეტეს, რომ ეს პარტიები, პოლიტიკაში ჩვენი – „ქართული ოცნების“ დამსახურებით არიან მომძლავრებულნი, ისინი აღარ არიან ის სუსტი ძალები, როგორებიც იყვნენ 2012 წელს“,- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები