„თუ დეპუტატები საკონსტიტუციო ჩანაწერს ქორწინების შესახებ მხარს არ დაუჭერენ, რეფერენდუმის გზაც არსებობს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ოჯახის შესახებ კონსტიტუციაში დაგეგმილი ჩანაწერის გაკეთების შესახებ განმარტებები გააკეთა.
მისი თქმით, თუ ორგანული კანონის ერთ-ერთ მუხლს შევაჩერებთ და მხოლოდ კონსტიტუციის 36-ე მუხლით ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ კონსტიტუციაში საუბარია არა ქალისა და კაცის, არამედ მეუღლეების ერთობაზე. ამიტომაც, მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა საჭიროდ მიიჩნევს, ჩანაწერი საკონსტიტუციო დონეზე ავიდეს.
იმ შეთხვევაში, თუ ინიციატივას პარლამენტში მხარდამჭერ დეპუტატთა რაოდენობა არ ეყოფა, მაშინ, ნიშნიანიძის თქმით, ამ საკითხზე შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს.
„კონსტიტუციაში არის 36-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ ოჯახი ნებაყოფლობით შემდგარი გარიგება და თანასწორობაა მათ შორის, ანუ წერია „მეუღლეებს შორის“, არ არის ყურადღება გამახვილებული, რომ ქალსა და კაცს შორის.
მეუღლეებში ჩვენ მომავალში შეიძლება ვიგულისხმოთ ნებისმიერი, თუ ჩვენ ორგანული კანონის ერთ-ერთ მუხლს შევაჩერებთ. გამოდის, რომ ქალის და კაცის ერთობა აღარ გვაქვს ოჯახში, ეს არის უკვე ნებისმიერის, მათ შორის ქალისა და ქალის, კაცის და კაცის… ამიტომაც ამ საფრთხეს რომ ვხედავთ ჩვენ, ამის გამოა, რომ ვცდილობთ, საკონსტიტუციო დონეზე აიწიოს ეს მუხლი და იქ გამყარდეს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ამ მუხლს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რადგან მსოფლიოში ასეთი რამ უკვე აქტიურად მიმდინარეობს. მსოფლიოში ეს ტენდენცია გააქტიურებულია, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაგრამ ამ საკითხზე ჩვენ ჩვენი შეხედულება გვაქვს. გვაქვს მაგალითები, შეიძლება უფრო უკეთესი, ვიდრე ჩვენ დასავლეთში ვეძიებდეთ, მაგალითად, ეს არის იაპონია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, რომლებიც თავიანთ ტრადიციებს ძალიან კარგად იცავენ და პროგრესის გზაზეც არანაკლებ მიდიან წინ. იმედს ვიტოვებთ, რომ დეპუტატები ამ კანონს მხარს დაუჭერენ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ჩანაწერი გაკეთდება. თუ ვერ გაკეთდება, ამისთვის შემდგომ რეფერენდუმის გზაც არსებობს. თუ მეორე მხრიდან არსებობს პროპაგანდა, აგიტაცია, ჩვენც იგივე უნდა დავუპირისპიროთ და ძალიან აქტიურადაც“,- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები