თბილისში “ჩინური მასაჟის” მეპატრონე პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)

   შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, 1960 წელს დაბადებული, ჩინეთის მოქალაქე ჩუანლუ ტაო პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე მდებარე ე.წ. „ჩინური მასაჟის“ სალონის ფართს ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდა.
სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები