ბელგიელი სამართალდამცველებისთვის ტერორისტი ძმების ვინაობა ცნობილია  

ბელგიელი სამართალდამცავებისთვის კამიკაძე ძმების ვინაობა ცნობილია. თვითმკვლელი ძმები ხალიდ და ბრაჰიმ ბაკრაუიების შესახებ ინფორმაციას ბელგიური გამოცემა Derniere Heure აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, კამიკაძე ძმებმა თავი ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში აიფეთქეს.
სამართალდამცავები კიდევ ერთ ტერორისტს ეძებენ, რომლის ასაკი დაახლოებით 27-დან 30 წლამდე მერყეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციის მიერ ძებნილი პირი, ძმებთან – ხალიდთან და ბრაჰიმთან ერთად, აეროპორტში დააფიქსირეს.
ბოლო მონაცემებით, აფეთქებების სერიას ბრიუსელში 34 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 160-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები